saqarTvelos qedebi - dalayoris qedi
ისტორიული სახელწოდება: დალახორი.
სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთი შტოქედი, ლეხზირ-ჭალაათის მყინვარებს შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 3430 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დალაყორის ქედის სამხრეთ ბოლოზე მთა-ტყის ლანდშაფტია, უფრო მაღლა - მთა-მდელოსა და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი.